წარსულის ნაკვალევი
პროექტის მთავარი იდეა: საკუთარი მხარის, სოფლის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა-შეფასება.
ფართო საზოგადოებისათვის უცნობი ტაძრის კონჭკათის მონასტრის შესახებ ყველა ინფორმაციის თუ ისტორიული წყაროს მოძიება და მისი დღევანდელი ყოფის გაცნობა კომპეტენტური პირებისათვის.
ძეგლის გადარჩენისათვის რეალური გზების ძიება.
შევქმნათ მონაცემთა ბაზა კონჭკათის მონასტრის შესახებ.
შევადგინეთ ჩვენს მიერ მოძიებული ლიტერატურის ნუსხა და დაინტერესების შემთხვევაში ჩვენს მიერ შესწავლილი ტაძრის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას მივაწოდებთ დაინტერესებულ პირებს.
პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა: საქართველო მდიდარია ისტორიული ძეგლებით. გურიის ტერიტორიაზე ბევრი მნიშვნელოვანი ძეგლი და ისტორიული მნიშვნელობის ტაძარია, რომელთა წარსულის შესახებ ჩვენთვის და ფართო საზოგადოებისათვის ბევრი რამ არის ცნობილი სასკოლო პროგრამიდან, სხვა წყაროებიდან და ასევე სასკოლო ექსკურსიიდან. ჩვენი სურვილია რომ ღრმად შევისწავლოთ ჩვენს მხარეში არსებული ცნობილი თუ უცნობი ძეგლების შესახებ ყველა ისტორიული წყარო, მეცნიერული კვლევა და არქეოლოგთა მიერ მოპოვებული მასალები.
ასეთ ძეგლს წარმოადგენს ჩვენს მიერ ერთ-ერთ ექსკურსის დროს აღმოჩენილი კონჭკათის მონასტერი, რომელიც უყურადღებობის და გულგრილობის გამო დანგრევის პირასაა მისული.
პროექტის მიზნები: პროექტში მონაწილეობა კი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავაინტერესოთ არა მარტო პროექტში მონაწილე ჩვენი თანატოლები, არამედ კომპეტენტური პირები და არქეოლოგები, რათა შევძლოთ ამ ძეგლის გადარჩენა.
გარდა ამისა სკოლაში არსებული ტექ. საშუალებები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველა მოპოვებული მასალა და კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია არსებული ძეგლის შესახებ მოვათავსოთ საინფორმაციო ბანკში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება არა მარტო სკოლის მოსწავლეებისათვის არამედ ყველა დაინტერესებული პირისათვის.
მონაწილეთა ასაკი: 15 -16 წელი
პროექტის ხანგძლივობა: 1თვე
მოსალოდნელი შედეგები: წყაროებზე მუშაობის შედეგად შევისწავლეთ ბევრი ისტორიული წყარო.
გაიზარდა ინტერესი კვლევის მიმართ, რადგან მოსწავლეები უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში.
შეგროვდა უამრავი ინფორმაცია და ხელმისაწვდომი გახდა ტაძართა შესახებ.
პროექტი სიცოცხლისუნარიანია, რადგან კვლავ გრძელდება მონაცემთა ბაზის შესაქმნელად და გასამდიდრებლად.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტზე მუშაობისას აქტიურად შევძელით გამოგვეყენებინა სხვადასხვა საგნებიდან მიღებული ცოდნა (ისტორია, კომპიუტერული ტექნიკა, სამოქალაქო განათლება.)
პროქტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძღვანელო, ისტორიული მასალები და წყაროები, ჩვენი თანამემამულე ისტორიკოსი ენვერი გოგუაძის მიერ მოძიებული საისტორიო ნაშრომები.
ფოტო აპარატი, კომპიუტერი, ინტერნეტი, ვიდოე კამერა.
ფოტო აპარატი, კომპიუტერი, ინტერნეტი, ვიდოე კამერა.
პროექტის მსვლელობა:
პროექტი ”წარსულის ნაკვალევი” ითვალისწინებს სასკოლო ექსკურსიის დროს აღმოჩენილი კონჭკათის მონასტრის შესახებ ყველა ინფორმაციის შეგროვებას ისტორიული წყაროებიდან და სოფლის უხუცესებთან საუბრის საშუალებით.
ამისათვის შევიმუშავეთ გეგმა. მონაწილეები დავყავი ორ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს მივეცი მკვეთრად ჩამოყალიბებული, დროში გაწერილი დავალებები. დროდადრო ვახდენდით შესრულებული სამუშაოების მონიტორინგს. პირველი ჯგუფმა მოიძია მასალები ისტორიული წყაროებიდან. მეორე ჯგუფმა ჩაატარა კვლევა ადგილზე. გაესაუბრა სოფლის უხუცესებს. გადაიღო ეკლესიის სურათები. შექმნა ელექტრონული პრეზენტაცია.
ჯგუფების მიერ მოძიებული მასალები და ელექტრონული პრეზენტაცია:
სოფელი კონჭკათი მთაგორიანი სოფელია. ყოველი გორაკი საინტერესოა სიძველეთა ნაშთებით. სოფლის განაპირა მხარეს აროშიძეების საცხოვრისის ზემოთ ნაეკლესიარია. სოფლის უხუცესთა გადმოცემით აქ ამ გორაზე ეკლესია იდგა. მოგვიანებით იგი სოფლის შუაგულში იქნა ჩამოტანილი. აჟამად კონჭკათის წმინდა გიორგის ეკლესიიდან აღარაფერია შემორჩენილი. ნაეკლესიარის მახლობლად კატის ციხის მაღლობი მოსჩანს. ასევე გადმოცემის თანახმად აქ მაგარი და მაღალი ციხე ყოფილა, უამრავი ოთახით. ერთ დღეს კი მიწა ძრულა და ციხე დანგრეულა. კატის ციხის გაგრძელებაზე მონასტრის გორაა მასზე დამკვიდრებული დიდებული კონჭკათის მონასტრით.
ამისათვის შევიმუშავეთ გეგმა. მონაწილეები დავყავი ორ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს მივეცი მკვეთრად ჩამოყალიბებული, დროში გაწერილი დავალებები. დროდადრო ვახდენდით შესრულებული სამუშაოების მონიტორინგს. პირველი ჯგუფმა მოიძია მასალები ისტორიული წყაროებიდან. მეორე ჯგუფმა ჩაატარა კვლევა ადგილზე. გაესაუბრა სოფლის უხუცესებს. გადაიღო ეკლესიის სურათები. შექმნა ელექტრონული პრეზენტაცია.
ჯგუფების მიერ მოძიებული მასალები და ელექტრონული პრეზენტაცია:
სოფელი კონჭკათი მთაგორიანი სოფელია. ყოველი გორაკი საინტერესოა სიძველეთა ნაშთებით. სოფლის განაპირა მხარეს აროშიძეების საცხოვრისის ზემოთ ნაეკლესიარია. სოფლის უხუცესთა გადმოცემით აქ ამ გორაზე ეკლესია იდგა. მოგვიანებით იგი სოფლის შუაგულში იქნა ჩამოტანილი. აჟამად კონჭკათის წმინდა გიორგის ეკლესიიდან აღარაფერია შემორჩენილი. ნაეკლესიარის მახლობლად კატის ციხის მაღლობი მოსჩანს. ასევე გადმოცემის თანახმად აქ მაგარი და მაღალი ციხე ყოფილა, უამრავი ოთახით. ერთ დღეს კი მიწა ძრულა და ციხე დანგრეულა. კატის ციხის გაგრძელებაზე მონასტრის გორაა მასზე დამკვიდრებული დიდებული კონჭკათის მონასტრით.
1600 წლოვანი სავარაუდებელი მონაკვეთის შემდგომ კონჭკათის ტაძრის მდგომარეობა დღეისთვის არქიტექტურული თვალთახედვით ასეთია:
- დარბაზული ეკლესია, რომელიც დგას შემაღლებულ ბორცვზე ნაგებია ნაცრისფერი, თლილი ქვის კვადრებით. წყობა სწორხაზოვანია, ზომები: 10,0 X 6,0.
- ტაძარი გეგმით სწორკუთხოვანს წარმოადგენს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდის ცენტრში გაჭრილია მაღალი, თაღოვანი სარკმელი, სარკმელის ორივე მხარეს სიმეტრიულად განლაგებული თაღოვანი და ოთკუთხა ნიშნებია.
- ამოყვანილია თლილი ქვის რადიალური რიგებით. სატრიუმფო თაღი იმპოსტებს ეყრდნობა.
- ეკლესიის კამარა ნახევრად ცილინდრულია. კამარის საბჯენი თაღები ორსაფეხურიან პილასტებს ეყრდნობა. გრძივ კედლებძე გამოყვანილია კედლის თაღები, რომლებიც იმპოსტებს ეყრდნობიან.დასავლეთის წყობაშიჩატანებულია ასომთავრულიწარწერიანი ქვა.
- ეკლესიის დარბაზი ნათდება არმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის თაღოვანი სარკმელით. აღმოსავლეთისა და სამხრეთის სარკმელების საპირეები მოჩუქურთმებული და მოჩარჩოებული ლილვებისაგან შესდგება.
- შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. ორივე კარი გარედან არქიტექტურულია, შიგნიდან -თაღოვანი.
- დასავლეთის შესასვლელს დიდი კარიბჭე აქვს. კარიბჭის ორმაგ თაღოვანი შესასვლელი დასავლეთიდანაა. თაღები მრგვალ მასიურ სვეტს ეყრდნობა. კარიბჭის კედლები თლილი ქვითაა ნაგები. კამარის და კარიბჭის ჩრდილო კედლის თაღებიც იმ პოსტებს ეყრდნობა. კარიბჭის ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებზე შემორჩენილია ფრესკის ფრაგმენტები.
- სამხრეთის შესასვლელის არქიტავრზე მოჩუქურთმებული თაღი გადადის, თაღი კრონშტეინეს ეყრდნობა. მის თავზე გამოკვეთილია ოლინური ჯვარი. ჯვრის ორივე მხარეს მოთავსეულია ასომთავრული წარწერა, რომელიც შესრულეულია წვრილი შრიფტით, წარწერა დაზიანეის გამო არ იკითხება. ჩრთილოეთიდან ეკლესიას სწორკუთხა მინაშენი აქვს, რომელიც აღმოსავლეთით ნახევარწრიული ასფიდით სრულდება, მინაშენში შემორჩენილია პილასტრის ქვედა ქვა. ტაძარს შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა. (იხილეთ ელექტრონული პრეზენტაცია)
- მისი დაქცეული გუმათი, იავარქმნილი სტოა, მორღვეული კედლები, გადარეცხილი კედლის მხატვრობა ამჟამად თითო ოროლა ფრაგმენტეით შემორჩენილი, ცხადად მეტყველებს ამ ტაძრის საშინელ ყოფაზე.
- ძეგლს გარშემო მშრალი წყობის გალავანი შემოუყვება. ეკლესიასთან მისასვლელი ჩრდილო - დასავლეთიდანაა.
- აღნიშნული ძეგლი ზედაპირულად ორჯერ იქნა შემოწმებული. ერთი 1963 წ. კ. მელითაურის მიერ და მეორედ 1982 წ. მ. აბაშიძის მიერ.
მონიტორინგი და შეფასება.
პროქტის მონიტორინგი განხორციელდა მასწავლებლის მიერ, რომელიც დაგეგმილი ღონისძიებების ცხრილის მიხედვით. აღრიცხავდა და აკვირდებოდა ღონისძიებების სწორად მიმდინარეობას.
პროექტის შეფასება კი მოხდა პროექტის დასკვნითი შედეგების პრეზენტაციაზე სკოლაში, ნორჩ ისტორიკოსთა კლუბის წევრებთან, ისტორიის მასწავლებელთა და დირექტორის მონაწილეობით. ნამუშევარი შეფასდა წარმატეით, მოეწყო დისკუსია, სადაც დასმული კითხვებით და განხილვით მოხდა ნამუშევრის შემოწმება და შეფასება.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ცაცა ქვილორია.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: cacaqviloria15@gmail.com
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: cacaqviloria15@gmail.com